Overview
Arbiron არის კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მეტალის ჭიშკრებისა და ღობეების დამზადებასა და მონტაჟში. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავდა ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნას, საიმიჯო ვიდეორგოლის წარმოებასა და Meta-ს სარეკლამო კამპანიების განხორციელებას გაყიდვებისა და ცნობადობის გასაზრდელად.
The Challenge
კომპანიას სჭირდებოდა ძლიერი ონლაინ წარმოდგენა და მეტი პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა. მთავარი მიზანი იყო პროფესიონალური ბრენდის ჩამოყალიბება, წარმოების ხარისხის წარმოჩენა და ისეთი სარეკლამო კონტენტის შექმნა, რომელიც ნდობას გაზრდიდა და გაყიდვებს შეუწყობდა ხელს.
Our Solution
პირველ ეტაპზე შევქმენით კომპანიის ახალი ლოგო, რომელიც მის პროფესიონალიზმსა და ხარისხზე აკეთებდა აქცენტს. ამის შემდეგ გადავიღეთ საიმიჯო ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები, თუ როგორ მიმდინარეობს იმ მასალების დამუშავება და წარმოების პროცესი, რომლითაც კომპანია მეტალის ჭიშკრებს ამზადებს. ვიდეოს მთავარი მიზანი იყო ხარისხის, სიზუსტისა და გამძლეობის წარმოჩენა. მომზადებული კონტენტი გამოვიყენეთ Meta-ს სარეკლამო კამპანიებში, რომლებიც ორიენტირებული იყო ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, მომხმარებლის ნდობის მოპოვებასა და ახალი შეკვეთების გენერირებაზე.
Results
შეიქმნა კომპანიის ახალი ლოგო და გაძლიერდა მისი ვიზუალური იდენტობა. მომზადდა პროფესიონალური საიმიჯო ვიდეო, რომელმაც წარმოების პროცესი ეფექტურად წარმოაჩინა. გაიზარდა კომპანიის ცნობადობა და მომხმარებლის ნდობა. წარმატებით განხორციელდა Meta-ს სარეკლამო კამპანიები. ვიდეორგოლმა და რეკლამებმა მნიშვნელოვნად გაზარდა გაყიდვები და კომპანიას ფართო პოპულარობა მოუტანა.
Video
Project Details
Category
Social Media
Client
Arbiron